სენატში განცხადებებით წერტილი დაესვა აბსურდულ ცილისწამებებსა და სპეკულაციებს - ირაკლი ღარიბაშვილი

25 მარტი 2021, 15:45 1071 ნახვა

მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის-ასე გამოეხმაურა პრემიერი საქართველოს შესახებ სენატის მოსმენას.

პრემიერის თქმით, ამ განცხადებებით დასრულდა აბსურდული ცილისწამებები და სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე.

"აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო რეგიონში.

ასევე, აღნიშნული განცხადებებით წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციებს და რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რაც იყო ასახული აშშ-ის სენატის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი