დაპირისპირება კავკასუს-ონლაინის გარშემო

24 მარტი 2021, 20:08 950 ნახვა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ "კავკასუს ონლაინის" 51%-იანი წილის ნასყიდობა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, გარიგებას "უკანონოს"უწოდებენ და კომისია "კავკასუს ონლაინის" მორიგი სანქცირებისთვის ემზადება. კომისიის განცხადების თანახმად, 100%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში კი ასახულია, რომ მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება აქვს.

კომუნიკაციების კომისიამ მმართველი კავკასუსს რამდენიმე თვის წინ დაუნიშნა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი