EMC მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ომბუდსმენს მიმართავს

02 ნოემბერი 2016, 00:00 3511 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა ომბუდსმენს  მიმართა-წერილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადა". საინიციატივო ჯგუფი 12 000 მუსლიმს, მათ შორის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინდივიდუალურ სასულიერო პირებს აერთიანებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის, მუსლიმი თემისათვის მიწის გადაცემის პროცესი გაჭიანურდა, რასაც მათ მიმართ შესაძლო დისკრიმინაციას უკავშირებენ. სახალხო დამცველის აპარატში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, ორგანიზაციაში საკითხს შეისწავლიან. ქართველ მუსლიმთა კავშირში ამბობენ, რომ მათ მიწის ნაკვეთი საკუთარი ხარჯებით შეიძინეს, თუმცა ხელისუფლებისგან მიწის გადმოცემის საკითხი მათთვის კვლავ აქტუალურია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი