თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები პაკისტანელი მამაკაცი კი, დაჭრეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.
მედიის ცნობით, თავდამსხმელები პაკისტანის 4 მოქალაქე, საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, პაკისტანელი მამაკაცი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს.
ამოღებულია თავდასხმის იარაღი – დანა, რომელიც ბოროტმოქმედებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.