შეხვედრა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხზე

23 მარტი 2021, 14:44 712 ნახვა

პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში დანიელ მაკსუინს შეხვდა.  საუბარი აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს შეეხო.

ამ დრომდე წითელი ჯვრის დახმარებით 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის. ინფორმაციას და ვიდეო-მასალას მთავრობა  ავრცელებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში