გვაქვს დაახლოებით 50-მდე დადასტურებული ახალი შტამის შემთხვევა - ამირან გამყრელიძე

23 მარტი 2021, 12:43 1184 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში 50-მდე ახალი შტამის შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეინიფიცირების შემთხვევებიც სავარაუდოდ რამდენიმე ერთეულით გაიზრდება.

"გვაქვს დაახლოებით 50-მდე დადასტურებული ახალი შტამის შემთხვევა ქვეყანაში. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, ის ძირითადად ევროპაში ვრცელდება იცით, აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ჩვენთანაც რა თქმა უნდა იქნება. როგორც კვლევები აჩვენებენ ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირება ფარავენ ამ შტამს"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, რამდენიმე პირის რეინფიცირების საკითხი კვლევაშია, ჯერ საბოლოო დადასტურება არ არის, მაგრამ სავარაუდოდ მატება იქნება.

"რთულია ჩემთვის ახლა თქმა რამდენიმე იქნება, ეს არ იქნება ათობით შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში