მეწყერსაშიშროება ვაშლიჯვარში

22 მარტი 2021, 20:06 1156 ნახვა

ვაშლიჯვრის ფერდზე გაჩენილ ნაპრალებს თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები სწავლობენ. კვლევა-პროექტირების პარალელურად, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

2 დღის წინ, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა მეწყრული პროცესების გააქტიურება სამშენებლო სამუშაოებს დაუკავშირა, რადგან მისი თქმით, მრავალსართულიანი სახლების დატვირთვას გრუნტი ვერ უძლებს.

მიმდებარედ,საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობების მშენებლობის პარალელურად, მერიას ახალი გზა გაჰყავს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება.

მაშინ, როდესაც ნაპრალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, თბილისის მერიამ 16 მარტს ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა, რომელიც ნაპრალგაჩენილი მთის ქვევით გადის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში