დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს

22 მარტი 2021, 17:51 929 ნახვა

მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული 88 წლის დათა ვანიშვილი. გარდაცვლილთან გამოთხოვების მიზნით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის საშუალება მისცეს დათა ვანიშვილის ნათესავების ნაწილს, დანარჩენებმა კი მავთულხლართები ყვავილებით შეამკეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დათა ვანიშვილი  მეუღლესთან  ერთად ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა, მეორე ნაწილში კი ნაკვეთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდა. ის ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს. დათა ვანიშვილის გარდაცვალებას საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, „ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“-წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი