ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

22 მარტი 2021, 14:49 1037 ნახვა

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში პედაგოგს, რომელიც პარალელურად მე-17 ბაღშიც მუშაობს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლასში ხუთი მოსწავლეა, ისინი  თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლა მუშაობას აგრძელებს. 

''მას კონტაქტი ჰქონდა სპეციალური საჭიროების მქონდე ხუთ მოსწავლესთან. ის ინდივიდუალურად ახორციელებდა ბავშვებთან სწავლების პროცესს. აღნიშნული მოსწავლეების მშობლებს დავუკავშირდით, ბავშვების პისიარ ტესტირება ჩატარდა, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდი, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით ისინი 12 დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან. პედაგოგს სხვა მასწავლებლებთან კონტაქტი არ ქონია. ის სამასწავლებლოში არ შედიოდა და მოსწავლეებთან ცალკე სხვა ოთახში მუშაობს'' - აცხადებს დირექტორი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი