გარდაცვლილი ექთნის საქმე

21 მარტი 2021, 12:40 808 ნახვა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა  საქართველოშია. ის ტრაგიკული ფაქტის შემდეგ საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა.  დედამ აეროპორტში მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ალერგიული არ იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ექთანს საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული.18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა.

პაციენტი მალევე თბილისში გადაიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი