ბალერინობა - ბევრი გოგონასთვის საოცნებო პროფესია. სცენური ხელოვნების ერთ-ერთ რთულ სახეობაზე შეყვარებულებმა კარგად იციან, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, თავი ყველას ისე უნდა მოაჩვენო, თითქოს ამაზე ადვილი არაფერია, იმაზეც უნდა იზრუნო, რომ ამ დროს ფანტასტიკურად გამოიყურებოდე და კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.