კარანტინს, "კომენდანტის საათს" და კოვიპანდემიასთან ბრძოლის სხვა ღონისძიებებს ვაქცინაცია ჯერ ვერ ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.
კლიუგეს თქმით, რეგიონის 53 ქვეყნიდან 46-მა ვაქცინის 107 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოიყენა, ამ 45 ქვეყნიდან მოსახლეობის 3% სრულად არის აცრილი. კლიუგემ აღნიშნა, რომ ევროპაში ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, მაგრამ ვაქცინაციის გავლენა ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობაზე უკვე შესამჩნევია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში ევროპაში კოვიდ-19-ის ერთი მილიონ 200 ათასი ახალი შემთხვევა და 20 ათასზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.