ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან მეთერთმეტე, მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა სამი კლასი, სკოლაში კი საკლასო ოთახებში გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში პირველ თებერვალს განახლდა.