დილით მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა - ლალი ტურძელაძე კომაში მყოფ ექთანზე

19 მარტი 2021, 10:27 856 ნახვა

კვლავ მძიმეა 27 წლის ექთნის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ ვაქცინა გაიკეთა, მოგვიანებით კი ძლიერი ალერგიული რეაქცია განუვითარდა. პაციენტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ დილისთვის სტაბილიზაციის მიღწევა მოხერხდა. 

მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.

'' პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.

აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე'' - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი