ექთნის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა არა უიმედო - ეკატერინე ტიკარაძე 

18 მარტი 2021, 22:52 1246 ნახვა

პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტისთვის შემდეგი 24 საათი მნიშვნელოვანი იქნება.

"კონსიულიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე გაუწია საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმენთ, რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი დმგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდეგ იქნება გათვალისწინებული ყველა საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის, ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ რეგიონიდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი