რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ბეჭდური გამოცემა გაზეთი ,,აჭარა'' და ,,ადჟარია'' იუბილარია. პირველი ნომერი 100 წლის წინ 1921 წლის 18 მარტს რუსულ ენაზე გამოიცა, მეორე დღეს კი ქართულ ენაზე დაიბეჭდა. გაზეთი სხვადასხვა სახელწოდებით გამოდიოდა, მათ შორის იყო ''ბრძოლა, ფუხარა'' და ,,საბჭოთა აჭარა''. გაზეთი „აჭარა“ 2004 წელს შპს გახდა, რომლის 100 პროცენტიან წილს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს. გაზეთი ,,აჭარა'' კვირაში სამჯერ გამოდის. კვირაში ერთხელ კი ჩანართის სახით რუსულენოვანი ,,ადჟარია'' იბეჭდება. გაზეთს ასევე აქვს ელექტრონული ვერსიაც .