საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ''ბათუმის საერთაშორისო თასის'' მესამე ადგილის მფლობელია.
საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 5-2 დამარცხა და საბოლოო ჯამში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში გამართულ ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2025 წლიდან A დივიზიონში იასპარეზებს.
"ბათუმის საერთაშორისო თასის'' ფინალში კი უკრაინის ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიოების ნაკრებს დაუპირისპირდება.