უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.
„ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას დააკვირდნენ და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.
„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო მსჯელობა. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ ყველაფერი თანდათანობით მოხდეს. მოგეხსენებათ, კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაში. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ვითარებას, რის შემდეგაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.