საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასწრებას გულშემატკივრებიც შეძლებენ.
,,28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის მატჩი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაუშვას შეხვედრაზე მაყურებელი, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე მაყურებლის 30%-ს დავუშვებთ'' – განაცხადა დარჩიაშვილმა.
თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ტარდება