19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული

18 მარტი 2021, 15:00 1525 ნახვა

19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაიშვება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.​

"19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა.

მისივე განცხადებით ამ დროისთვის "კომენდანტის საათი" ძალაში რჩება.

"მიმდინარეობს შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, ღამის გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი იმისა, რომ მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოცემულ მომენტში ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება და როცა გარემოებები მოგვცემს შესაძლებლობას, მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებთ"-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში