საქართველოს პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

18 მარტი 2021, 13:09 972 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

"ეს იყო და ეს?" - იკითხა პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. გარდა ამისა, მან იკითხა შეეძლო თუ არა ალკოჰოლის მიღება, რადგან დღეს, 18 მარტს მისი დაბადების დღეა, რაზეც უპასუხეს, რომ თავი უნდა შეიკავოს.

''ვაქცინა ურიგოდ გავიკეთე, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და მგონი, არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები ძალიან მძიმე გამოცდა გაიარეს. საჭიროა, ისინი დღეს აიცრან იმისთვის, რომ გადამდები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ.

თუ გვინდა იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია  ეს საშუალება გამოვიყენოთ. დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი