"კომენდანტის საათის" მოხსნაზე ვიმსჯელებთ, საკითხი დგას დღის წესრიგში - ნათია თურნავა

18 მარტი 2021, 13:07 1378 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, "კომენდანტის საათის" მოხსნის საკითხზე ისინი იმსჯელებენ. 

ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საკითხი დგას დღის წესრიგში, თუმცა ისინი ამ ეტაპზე ფრთხილობენ.

"კარგია, რომ პრობლემა არის არა ის, რომ ტურისტები ჩამოვლენ თუ არა. ყველას ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ რომ მეტი დრო გაატარონ თბილისის რესტორნებში, ქუჩებში. ეს კარგად გვესმის. ჩვენ ,,კომენდანტის საათის'' მოხსნაზე ვიმსჯელებთ, უბრალოდ ეს არის ის მცირედი შეზღუდვებს შორის, რაც ჩვენს ხელთ დარჩა, ამიტომ ვიჩენთ გარკვეულ სიფრთხილეს, მაგრამ დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი