თბილისში მხარეებს შორის შეხვედრის დაწყებას დროში დაემთხვა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომ ევროპელი პარტნიორები პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გაგრძელებას ემხრობიან და 2020 წლის არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დასრულდა. ქართველი დელეგატები შეხვედრებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში შედგა.