მოლაპარაკებების პარალელურად ევროკავშირის ოფისთან აქცია მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციური პარტიების ნაწილთან უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ. ისინი გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს უნდობლობას უცხადებენ. მათ კრისტიან დანიელსონის სახელზე წერილი მიიტანეს, რომელშიც მოთხოვნები იყო გაწერილი, ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.სამოქალაქო აქტივისტებმა ღიად დაასახელეს პოლიტიკური პარტია ლელო, რომელთანაც თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.