ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 155 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 20, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404.