ძლიერმა ქარმა წინსვლასა და ბზუბზუში სახლებს სახურავები გადახადა

17 მარტი 2021, 12:34 678 ნახვა

სოფელ წინსვლაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აბაშიძეების 8 წევრიანი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია  და სამაშველო სამსახური. ძლიერმა ქარმა წინასვლასთან ერთად დააზარალა ერგეში მცხოვრები ორი ოჯახიც.  სოფელ ბზუბზუშიც სახლს სახურავი გადახადა. ხელვაჩაურში, ძლიერი ქარის  გამო ხე წაიქცა რომელიც ავტომობილს დაეცა.​​ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუ რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულებს და რა ოდენობის ზარალი მიაყენა უამინდობამ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს,  კომენტარს მერიაში მოგვიანებით დაგვპირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში