"არა ნამოხვანჰესს" – აქციები გაგრძელდება

14 მარტი 2021, 18:20 830 ნახვა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები გაგრძელდება. აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქცია  ხვალ ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აქვთ დაგეგმილი. იმ შემთხვევაში კი თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გადაინაცვლებენ და გამართავენ  ფართომასშტაბიან აქციებს.

სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმდინარე აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დღეს დასრულდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზე დარჩენას და საორგანიზაციო ჯგუფების შექმნას გეგმავს. ამასთან, ცენტრალურ მოედანზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეგროვდება.

დღევანდელ აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი