აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონისთვის განსაზღვრული 4000-მდე "ასტრაზენეკას" ვაქცინა მიიღო.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, იმუნიზაციის პროცესი მაღალ რისკჯგუფებში ორშაბათს დაიწყება, მისი თქმით, რეგიონში მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი ბათუმში, ხოლო ხუთი - აჭარის მუნიციპალიტეტებში. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს ელექტრონულ სისტემაში ვიზიტის დაჯავშნისაკენ მოუწოდა.