,,ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ამიტომ საჭიროა უფრო მყარი ნაბიჯები“ , მიაჩნიათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ამიტომ როგორც ორგანიზაციის წევრი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, ამ საკითხზე კრისტიან დანიელსონთან არ უსაუბრია.
კრისტიან დანიელსონთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონკრეტულ რეფორმებსა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას.