''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ''ტვ პირველის'' მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არვის თმის ღერი არ ჩამოვარდნია.
"გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი. მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ.
ძვლებში ადამიანების გადამტვრევა - ეს არის ''ნაციონალური მოძრაობის'' ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.