ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული - კრისტიან დანიელსონი

12 მარტი 2021, 13:29 779 ნახვა

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა უნდა იხმარონ ამ ჩიხიდან გამოსავლის საპოვნელად - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი როლი არის დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში ამჟამად წარიმართება. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს.

ევროკავშირის მხრიდან არის შეშფოთება, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

​ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, რომ ყველა ძალა იხმარონ ამ ჩიხიდან გამოსავალის საპოვნელად.  მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, დავეხმაროთ მას.

ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ თავად იპოვონ გამოსავალი, გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას, გამოვიდნენ ამ ჩიხიდან. ეს არის ხედვა ერთიანობისკენ.

"ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რომ  მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის საწყისი მომენტი და მთავარი პუნქტი არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ასევე  შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს"-განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი.

„საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშავოთ“,- განაცხადა დანიელსონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი