დანიელსონის ვიზიტი

12 მარტი 2021, 12:19 964 ნახვა

კრისტიან დანიელსონი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდა. შვედმა დიპლომატმა აეროპორტში მედიისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა. ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში სამი დღე დარჩება. კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით რამდენიმე დღის წინ დანიშნა. კრისტიან დანიელსონი ამჟამად შვედეთში ევროკომისიის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. მანამდე ის  ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილე  და სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი