„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე. ასევე შესაბამისმა უწყებებმა წარადგინეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში.
დოკუმენტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას სამი მიმართულებით - მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
აღნიშნული ამოცანების განხორციელებისათვის 973 მილიონი ლარი გამოიყოფა.