ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა

08 მარტი 2021, 11:53 628 ნახვა

ხანძრის შემდეგ ბათუმში პუშკინის176 ნომერში მცხოვრები 8 ოჯახის წევრები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. ამბობენ, რომ ელექტრო ენერგია აღდგა და ელოდებიან ბუნებრივი აირის ჩართვას. ბათუმის მერიაში ამბობენ რომ, ხანძრით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას კომისია შეისწავლის.  ხანძარი ორსართულიან კორპუსში გუშინ საღამოს გაჩნდა,  შედეგად  დაიღუპა 64 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარსაც ექსპერტიზა უტარდება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში