18 ნოემბერი ის უკიდურესი ვადაა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოსცეს. რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმართება - არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან, 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღესაც პრეზიდენტი ნიშნავს. პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე დააკომპლექტებს კომიტეტებს და აირჩევს მათ თავმჯდომარეებს.