ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

07 მარტი 2021, 19:46 31854 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ​მეხანძრე-მაშველებმა სამი მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში