სოფელ ზვარესთან ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს , რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.