“ნამახვანჰესის“ პროექტზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება

04 მარტი 2021, 15:21 599 ნახვა

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს დაავალა, უშუალოდ ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მზარდი ელექტრომოხმარების გამო ქვეყანაში ყოველწლიურად 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს. ცნობისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, მშენებელმა კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში