ოპოზიცია დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს

03 მარტი 2021, 12:06 551 ნახვა

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე, სასაუბროდ, დღეს კიდევ ერთხელ  2 საათზე შეიკრიბება. მათი თქმით,  ხელისუფლებას  დროს აძლევენ  გადაწყვეტილებების მისაღებად. როგორც აცხადებენ,  ისეთი აქტივობები , როგორიც პიკეტირებაა. შეიცვლება სხვა ფორმის  პროტესტით იმისთვის, რომ  ხელისუფლებას საბაბი არ მისცენ მოლაპარაკებისთვის მოუმზადებლობა ოპოზიციას  გადააბრალონ. ოპოზიციაში  მმართველ  გუნდს  რადიკალური  განცხადებებისთვის აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ  ჯერ მოლაპარაკებაზე მზაობა გამოთქვეს , შემდგომ კი  გადამწყვეტი საკითხების განხილვა გამორიცხეს. ხელისუფლება კი ოპონენტების საქციელს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი გულწრფელი  დიალოგისთვის  მზად  არ არიან, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს ის ფაქტი ,რომ შარლ მიშელთან  შეხვედრის შემდეგ მალევე  პარლამენტის პიკეტირება სცადეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში