გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
„მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის აქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაერო-ს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის.
ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, – ნათქვამია მილოცვაში.