ხმების დათვლა გრძელდება. მანამდე მე გაგაცნობთ, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს, 30 ოქტომბერს აჭარაში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 37% პროცენტია. ეს კი 15 პროცენტით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო მაღალმთიან აჭარაში, იქ დაახლოებით 48 პროცენტი მივიდა უბნებზე, ბათუმში კი, რეგიონის მასშტაბით, მონაცემების მიხედვით, იყო ყველაზე დაბალი აქტივობა - აქ დაახლოებით 32 %-მა მისცა ხმა. რაც შეეხება წინასწარ პირველად მონაცემებს - უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე განაგრძობს. ლაშა ველიაძეს ვრთავთ აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში. ლაშა, ველოდებით შენგან აჭარაში ჩატარებული არჩევნების პირველად მონაცემებს.