მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მარტში დაიწყება - თამარ გაბუნია

02 მარტი 2021, 12:26 644 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხზე იმსჯელეს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება მარტს არ უნდა გადასცდეს. მან არაერთხელ გაუსვა ხაზი რომ აუცილებელია სამივე მხარემ დაიცვას პირობა და პროცესი სწორად წარიმართოს.

თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა უფრო ადრე ვიდრე "ფაიზერი".

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოწოდების ზუსტ თარიღს გვაცნობებენ.

„ფაიზერთან“ საკონსულტაციო სატელეფონო ზარი უნდა ჩაინიშნოს, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაგვიზიარებს, შესრულდება და ჩვენს შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში