126-დღიანი უშედეგო პროტესტის შემდეგ ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქციაზე ასობით ადამიანი გამოვიდა. მდინარე რიონის ხეობაში იქ სადაც თურქული კომპანია ჰიდროელექტოსადგურს აშენებს აქციის მონაწილეები უცხოელი ინვესტორის გასვლას, სამუშაოების შეჩერებას და ხელისუფლების მხრიდან კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნების შესასრულებლად მოქალაქეები ხელისუფლებას 2 კვირიან ვადას აძლევენ წინააღდეგ შემთხვევაში კი ქალაქის პიკეტირებას აპირებენ.