ქართველი ჩემპიონის მილიონიანი მარცხი

26 თებერვალი 2021, 20:01 1641 ნახვა

სინგაპურში გამართულ One championshiopis-ის ტურნირზე ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია დამარცხდა. მისი მეტოქე ტიტულოვანი სპორტსმენი, აღნიშნული ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი ჯორჯო  პეტროსიანი იყო. სამ რაუნდიან  ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება იტალიელ სპორტსმენს მიენიჭა. 

მებრძოლები კარიერაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება პეტროსიანმა მოიპოვა.ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაში კი დავით ქირიას სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა. 

ქართველ მებრძოლს კარიერის განმავლობაში 36 ბრძოლა აქვს მოგებული, მათ შორის 16 ნოკაუტით.ის მსოფლიოს სამ გზის  ჩემპიონია. შეხვედრა ბათუმის შერეული ორთაბრძოლების პრეზიდენტმა შეაფასა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში