აშშ-მ სირიაში ავიაიერიში განახორციელა

26 თებერვალი 2021, 12:58 906 ნახვა

აშშ-მ სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების ობიექტების წინააღმდეგ, ავიაიერიში განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, ამერიკამ ეს ნაბიჯი ერაყში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბოლო დროს მოწყობილი სარაკეტო თავდასხმების პასუხად გადადგა. პრეზიდენტი ბაიდენი იმოქმედებს ამერიკელი და კოალიციის პერსონალის დასაცავად”, - აღნიშნულია პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მრავალი ობიექტი განადგურდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფები, მათ შორის „კატაიბ ჰეზბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადა“ იყენებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში