ჟურნალისტზე თავდამსხმელები დააკავეს

25 თებერვალი 2021, 20:04 1295 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე  თავდასხმის ბრალდებით  სამი მოქალაქეა დაკავებული.  გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისა და მისი მეუღლის ნათესავის მიმართ. ჟურნალისტი თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ და მისი თქმით, პასუხი იქნება ადეკვატური.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი