ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

23 თებერვალი 2021, 11:57 2021 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი  რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.

სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა გიორგი ბარამიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი