ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავს

23 თებერვალი 2021, 09:58 921 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები'' და სხვა ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას აანონსებენ. ისინი მოქალაქეებს 15:00 საათზე ელოდებიან. 

''როგორ ყველა ველოდებოდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იქნება. ეს ძალიან მალე იქნება. შესაბამისად, როდიონოვების, გავრილოვების, ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია.

აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ერთ-ერთი მთავარი როდიონოვი ზის, რომელმაც ეს სასაკლაო მოუწყო ადამიანებს, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკურ მომავალს უსპობს. ყველას მინდა მოგმართოდ, ვინც ხართ სახლში, ვინც ტელევიზორს უყურებთ და ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, მობრძანდით კანცელარიასთან. ჩვენ იქ გელოდებით. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოდ საქართველოს თავისუფლებისთვის'' - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი