აფეთქება ნიგერიაში - დაიღუპულია საარჩევნო კომისიის 7 წევრი

22 თებერვალი 2021, 12:43 894 ნახვა

ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს საარჩევნო კომისიის კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს, რასაც კომისიის 7 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დასავლეთით მდებარე ტილაბერის რეგიონში მოხდა. ტილაბერი ნიგერის, ბურკინა ფასოსა და მალის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც, ბოლო დროს, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მოიკიდეს ფეხი და შეტევებიც გაახშირეს. ცნობისათვის, კვირას ნიგერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი მუჰამედ ბაზუმი და ყოფილი პრეზიდენტი მაჰამან ოსმანი დაუპირისპირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში