''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' - მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მათ მიიღეს მითითება, რომ არჩევანი ბიულეტენზე დააფიქსირონ განსხვავებული ფორმით, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც საიაში აცხადებენ, ორგანიზაციაში აქვთ ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგებს, აღმზრდლებს, ასევე სკოლის პედაგოგებს და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი უწყებების თანამშრომლებს მიღებული აქვთ მითიება, რომ არჩევანი დააფიქსირონ განსხვავებული ფორმით და ამის დასადასტურებლად გადაიღონ ფოტო.